„მინდა ვიყო წარმატებული ჩემი ქვეყნისთვის“…

 „ხატვა ძალიან პატარამ დავიწყე. სტიმული ჩემმა დამ მომცა, რომელიც ძალიან კარგად ხატავდა, თუმცა მე ეს გზა გავაგრძელე, მან არა. ცოტა რომ წამოვიზარდე, მშობლებმა სამხატვრო სკოლაში მიმიყვანეს. ათწლედის დამთავრების შემდეგ, თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე…“ – მხატვარი სოფია თათარაშვილი.

-არქიტექტურის ფაკულტეტი…11911575_915135308535522_831686769_n
-სამხატვრო სკოლა ფერწერის მიმართულებით დავამთავრე. არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარება, ოჯახთან შეთანხმებით გადავწყვიტე. ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა თუ სხვა პროფესიაც მექნებოდა. თუმცა პარარელურად ყოველთვის ვხატავდი. მე მაინც ვთვლი, რომ უფრო მხატვარი ვარ, ვიდრე არქიტექტორი.
სამხატვრო სკოლა ძალიან ძლიერი იყო. მოგვიანებით სამხატვრო აკადემიას რომ ვადარებდი, სულ ვამბობდი, რასაც აკადემიაში ასწავლიან, ჩვენ სამხატვრო სკოლაში დაწყებით კლასებში ვსწავლობდით. ჩემი მეგობრები, რომლებმაც სამხატვრო სკოლა დაამთავრეს, სამხატვრო აკადემიაში სწავლით უკმაყოფილოები იყვნენ და ამბობდნენ, რომ აკადემიაში ხატვა დაავიწყდათ. ამიტომ, მე მადლობელი ვარ ჩემი მშობლების რომ არქიტექტურის ფაკულტეტზე შეაჩერეს არჩევანი. პროფესიული ცოდნაც მივიღე და კარგი მეგობრებიც შევიძინე.
-პირველი ნამუშევარი…

11938825_915135315202188_940093059_n
-საერთოდ, ჩემი ბავშვობისდროიდნელი ნამუშევრები შენახული მაქვს, მაგრამ პირველი ნახატი ავტოპორტრეტი იყო, რომელიც სახლში ჩარჩოში ჩასმული მიკიდია. ნახატზე პატარა, ხუჭუჭათმიანი გოგონაა, რომელზეც მიმიწერია; სოფიკო, 3 წლის.
-ინსპირაციის წყარო…
-ჩემთვის ინსპირაციის წყარო ნებისმიერი რაღაც შეიძლება იყოს, რომელიც ძილის წინ ფიქრებში მოდის. შეიძლება ჩემი საყვარელი რაღაც გამახსენდეს, დავამუშაო და ის გადმოვიტანო ტილოზე. მაგალითად, ბოლოს საქართველოზე გავაკეთე სერიები, რადგან ძალიან განვიცდი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებით მძიმეა ჩემთვის ომი. მინდოდა, ჩემს შემოქმედებაში ეს თემაც ასახულიყო, მაგრამ ვერ შევძელი. ზოგადად, ჩემი ნახატები ძალიან ფერადია და ვერ შევძელი ამ ფერების გვერდზე გადადება. ძალიან მიყვარს საქართველო. ამიტომ, გადავწყვიტე დამეხატა საქართველოს ყველა კუთხე, ისეთი ლამაზი საქართველო და ქალაქები, როგორსაც მე ვხედავდი. საერთოდ, ერთი მიმართულებით და ერთ სტილში არ ვმუშაობ. ვხატავ იმას, რის ხასიათზეც ვარ და გააჩნია რის დახატვა მინდა, როგორ მინდა გადამოვცე. ძველ ნამუშევრებში ბევრია პორტრეტები, რომლებსაც შესწავლის მიზნით ვხატავდი, ახლა კი თითოეულ მათგანში მთელი ისტორიაა და ყველაფერი გათავისებული მაქვს. საერთოდ, როცა პორტრეტს ხატავ, ვფიქრობ იმ ადამიანს ყველა მხრიდან უნდა იცნობდე.
-გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდება…

11950981_915135298535523_1832825471_n-მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ხელოვნება იმ დონეზე არ არის განვითარებული, რომ შემოსავლის წყაროც იყოს და ის, სამუშაოც რომლითაც კმაყოფილი და ბედნიერი ხარ. ხატვას თავს არასდროს დავანებებ, მაგრამ მინდოდა სამსახური რომლიდანაც სტაბილური შემოსავალი მექნებოდა. ძალიან ბევრი სამსახური გამოვიცვალე და ბოლოს თბილისის ზოოპარკში დიზაინერად მივედი. ბავშვობაში სამხატვრო სკოლიდან პრაქტიკებზე დავდიოდით ზოოპარკში და ვხატავდით იქაურობას, მაგრამ მისი სიყვარული იქიდან არ შემომრჩენია. საერთოდ, არც მეგონა თუ, ზოოპარკის შეყვარება ასე შეიძლებოდა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადგილი და გარემო, სადაც მუშაობ და ისვენებ ერთდროულად.
-გამორჩეული ნამუშევარი…
-ყველა ნამუშევარი ერთნაირად მიყვარს. პატარა რომ ვიყავი, ვფიქრობდი რომ, საკუთარ ნახატებს არასდროს გავყიდიდი, მაგრამ იმდენი დაგროვდა, სახლში ადგილი აღარ იყო. ძნელია საკუთარ შემოქმდებასთან განშორება, მაგრამ ხელოვნება იმისთვის არის, რომ სხვასაც გაუზიარო.

– გამოფენები და კონკურსები…
– ძალიან ბევრ ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, დღემდე ცხრა პერსონალური გამოფენა მქონდა და ვარ, არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. ჯერ კიდევ, შვიდი წლის ვიყავი ჯგუფურ გამოფენაში რომ მივიღე მონაწილეობა, რომელიც გაეროში გაიმართა. ეს იყო გამოფენა-გაყიდვა, სადაც მხოლოდ ორი ნამუშევარი უნდა წარგედგინა, თუმცა ნამუშევარს ავტორის სახელი და გვარი არ ეწერება. მოხდა ისე, რომ ორი ნახატი გაიყიდა და ორივე ჩემი იყო. ძალიან გამეხარდა და ამ ფაქტმა დიდი სტიმულიც მომცა. ბოლო, მეცხრე პერსონალური გამოფენა ზოოპარკის დასახმარებლად გავაკეთე. თბილისის 13 ივნისის სტიქიის შესახებ რომ გავიგე, მაინც მეგონა რომ ყველაფერი დაკარგული არ იყო. თუმცა 14 ივნისს სამსახურში რომ მივედი ყველაფერი განადგურებული და მიწასთან გასწორებული დამხვდა. ფიზიკური შრომის გარდა, პირველი რაც ვიფიქრე, გამოფენა-გაყიდვის გაკეთება იყო, რომ შემოსული თანხით ზოოპარკს დავეხმარებოდი. გამოფენა ცოტა გვიან გაკეთდა, მაგრამ გარკვეული წვლილი მის დასახმარებლად მაინც შევიტანე. საერთოდ, გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია, პერსონალური გამოფენა კი მხატვრისთვის დიდი ნაბიჯი და წარმატებაა. იგივეა, რაც ნებისმიერ სამსახურში დაწინაურება. ჩემმა შემოქმედებამ ბედნიერება მომიტანა ცხოვრებაში. რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, ხატვის დროს მაინც ყველაზე ბედნიერი ვარ.

-ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელზეც იმუშავე…11951009_915135305202189_1053755445_n

-გერმანული უნივერსიტეტების გაერთიანების საქართველოს ფილიალმა, გააკეთა პროექტი დევნილი ბავშვების დასახმარებლად. სხვადასხვა გაკვეთილებს უტარებდნენ, მათ შორის იყო ხატვის გაკვეთილებიც. ვიყავი კოდაში და მარნეულში. ამ პროექტის ძირითადი მოტივი იყო, ამ გაკვეთილებით და ახალი ცოდნით, იმ მძიმე დღეების, რაც მათ გამოიარეს ცოტათი მაინც შემსუბუქება. ვატარებდით თავისუფალ გაკვეთილებს. ყველა ჩვენ თვითონ ვირჩევდით თემას და ვხატავდით იმას, რაც გვინდოდა და როგორც გვინდოდა. უნდა გითხრათ, რომ ბავშვები თავიდან ძალიან მუქ ფერებში ხატავდნენ, თუმცა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მიზანს მივაღწიეთ. მათ სახალისო ფერებით ხატვა დაიწყეს. ეს დიდი პროგრესი იყო და ძალიან მიხაროდა, რომ შევძელი მათთვის ცოტათი მაინც გამელამაზებინა ცხოვრება.
– გეგმები…
– გეგმები დიდი მაქვს. მივდივარ ამერიკაში, რადგან ვთვლი, რომ ამერიკა არის შესაძლებლობების ქვეყანა, სადაც ყველა ნიჭიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის რეალიზება. მინდა, ამ ქვეყანაში მეც ვიპოვო ჩემი ადგილი, ხალხმა ნახოს ჩემი შემოქმედება და აქ წარმატებული დავბრუნდე.

მზევინარ ხუციშვილი

11975401_915135318535521_1181563164_o

11951056_915135301868856_2003580509_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები