თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XI საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია საქართველოს კულტურის სამინისტროს, „სსიპ შემოქმედებითი საქართველოს”, ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სასტუმროს „ბორჯომი ლიკანი“ ტერიტორიაზე გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ.
IV კატეგორია:
I პრემია, ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 5000 ლარის ოდენობით – დათა ჩარბაძე;
II პრემია, ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 3000 ლარის ოდენობით – ქეთევან ჭკადუა და გორ ბარსეგიანი (სომხეთი);
III პრემია, ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 2000 ლარის ოდენობით – ანა პაიჭაძე.
III კატეგორია
I პრემია, ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 900 ლარის ოდენობით – არსენ კარაპეტიანი. 2 პრემია, ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 700 ლარის ოდენობით – ცოტნე გოგოლაშვილი. 3 პრემია, ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 400 ლარის ოდენობით – თინანო ღავთაძე, კესო თუთბერიძე.
დიპლომანტი – თამარ მალაღურაძე.
II კატეგორია
I პრემია, ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 800 ლარის ოდენობით – აილინ კილიჩი;
II. პრემია, ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით – ბარბარე როსტომაშვილი;
III პრემია, ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 300 ლარის ოდენობით – ბარბარე მაჩაიძე. დიპლომანტები: ლიზა შენგელია, ვალერია სტელმაშოვა და სესილი მესხი.
III კატეგორია
I პრემია, ლაურეატის წოდება ფულადი პრიზი 400 ლარის ოდენობით – მარიამ ასათიანი და ნიკოლ მესხი . II  პრემია, ლაურეატის წოდება, ფულადი პრიზი 300 ლარის ოდენობით – გიორგი ბერულაშვილი, სოფია- თამარა ჩხეტიანი.
III პრემია,ლაურეატის წიდება ფულადი პრიზი 200 ლარის ოდენობით – ლილე ლუქუნიძე, ალექსანდრე სტარიგინი.
საფორტეპიანო დუეტი
II პრემია, ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით – ანდრია ლორთქიფანიძე და გაბრიელ ზოიძე.
ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სპეციალური პრიზი შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის – ქეთევან ჭკადუას.
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სპეციალური პრიზი ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის – გიორგი ებანოიძეს.
საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის სპეციალური პრიზი არტისტიზმისთვის, დაწესებული ვალერიან შიუკაშვილის მიერ – გორ ბარსეგიანს.
თამარ ლიჩელის სპეციალური პრიზი პროფესიონალიზმისთვის – დათა ჩარბაძეს.
მარინა ალადაშვილის მიერ დაწესებული მზია სიმონიშვილის პრიზი – მარიამ ასათიანი.
კომპანია „მუსიკის სახლის” მიერ დაწესებული პრიზი, ვაუჩერი 1000 ლარის ოდენობით – ცოტნე გოგოლაშვილს.
სტაინვეის სპეციალური პრიზი – კომპანია „Steinway & Sons საქართველო“ პრიზი გამარჯვებულთა კონცერტი სტაინვეის შოურუმში.
ვალერიან შიუკაშვილის პრიზი – ყველაზე პატარა I პრემიის ლაურეატს – მარიამ ასათიანს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები