“ერთი წლის მანძილზე აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს წინსვლას ყველა მიმართულებით და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტიც აგრძელებს ლეგიტიმურ მუშაობას” – მაჭარაშვილი

“26 ოქტომბრის შემდგომ ძალიან ბევრი საუბრობდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მინიმუმ, რომ თურმე 300-400 ათას ხმამდე გაყალბდა საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ვერ დაამტკიცეს, შესაბამისად, არანაირი პრობლემა არც ჰქონდა და ბუნებრივია, არ აქვს პარლამენტს ლეგიტიმაციის”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

ის  საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ საზოგადოების მხარდაჭერას აფასებს.

“26 ოქტომბრის შემდგომ ძალიან ბევრი საუბრობდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მინიმუმ, რომ თურმე 300-400 ათას ხმამდე გაყალბდა საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ვერ დაამტკიცეს, შესაბამისად, არანაირი პრობლემა არც ჰქონდა და ბუნებრივია, არ აქვს პარლამენტს ლეგიტიმაციის.

ამ 1 წლის მანძილზე აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს წინსვლას ყველა მიმართულებით და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტიც აგრძელებს ლეგიტიმურ მუშაობას“, – აცხადებს  მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები