“მე ვფიქრობ,  ოპოზიციის ამომრჩეველიც კარგად ხედავს, რომ დამახინჯებულ ფაქტებს აწვდიან და დამახინჯებულ რეალობას” – წილოსანი

“მე ვფიქრობ,  ოპოზიციის ამომრჩეველიც კარგად ხედავს, რომ დამახინჯებულ ფაქტებს აწვდიან და დამახინჯებულ რეალობას”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“’-ს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განუცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მიმართვა შეაფასა: „ვალდებული ვართ, ცოტა გავუძლოთ”.

„სალომე ზურაბიშვილი არც თავისი არჩევნების დროს იყო ლეგიტიმურად არჩეული, ვგულისხმობ იმას, რომ პირველ ტურში მან ფაქტობრივად წააგო თავის ოპონენტთან. ის ვერ გახდებოდა პრეზიდენტი, რომ არა მეორე ტური, სადაც „ქართული ოცნება“ დაუდგა მას გვერდით და „ქართული ოცნების“ ხარჯზე გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი არც მაშინ იყო შინაარსობრივად არჩეული პრეზიდენტი, მთლიანი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნოდა და ახლა მით უფრო, როდესაც ის საქართველოს გამყიდველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც თავს აცხადებს მიმდინარე პრეზიდენტად.

სხვადასხვა უცხოურ მედიასაშუალებაში მის მიერ მიცემული ინტერვიუ კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ ეს ადამიანი არის პირდაპირ აგენტი და ასრულებს იმ დავალებას, რომელიც ამ ქვეყნის მტრობას გულისხმობს“, – აღნიშნა  წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები