“ჩვენი მოლოდინები აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულების შემდეგ არის ძალიან პოზიტიური, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება არაერთი ხელშესახები შედეგი”- მარიამ ქვრივიშვილი

“ჩვენი მოლოდინები ფორუმის დასრულების შემდეგ არის ძალიან პოზიტიური, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება არაერთი ხელშესახები შედეგი ფორუმის შემდეგ”, – ამის შესახებ “რუსთავი 2-თან” ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

“ჩვენი მოლოდინები ფორუმის დასრულების შემდეგ არის ძალიან პოზიტიური, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება არაერთი ხელშესახები შედეგი ფორუმის შემდეგ, რამე თუ ფორუმის ფარგლებში გვქონდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრები.

შეხვედრების ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებზე, კონკრეტული პროექტებისა და ინიციატივების შესრულების გეგმებზე და ვადებზე, რაც, რა თქმა უნდა, ისახება ასევე კონკრეტულ შედეგებში და აღნიშნული პროექტები უზრუნველყოფს პირველ რიგში – ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, ჩვენი როლის და ფუნქციის გაძლიერებას შუა დერეფანში და მესამე – ეს უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირების კიდევ უფრო მეტად გამყარებას, როგორც ტრანზიტული ლოგისტიკური ჰაბი.

მე ასევე ვიტყოდი, რომ ფორუმის ფარგლებში ჩვენს ქვეყანას ჰქონდა შესაძლებლობა ღირსეულად წარედგინა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო არეალზე“, – განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები