“საქართველომ გააკეთა ომსა და მშვიდობას შორის, სტაბილურობასა და დამხობას შორის, კეთილდღეობასა და უკუსვლას შორის ძალიან მკაფიო არჩევანი” – მარიამ ლაშხი

“საქართველომ გააკეთა ომსა და მშვიდობას შორის, სტაბილურობასა და დამხობას შორის, კეთილდღეობასა და უკუსვლას შორის ძალიან მკაფიო არჩევანი”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი აცხადებს.

“უპრეცედენტოდ მაღალი იყო წინა წელს მოსახლეობის მონაწილეობა არჩევნებში და 54%-ზე მეტმა დააფიქსირა მათი არჩევანი და ნდობა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც ახორციელებს ხალხზე ორიენტირებულ და მზრუნავ პოლიტიკას.

 

რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ არა მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანა განაჩენი, არამედ ასევე უპასუხისმგებლოდ მოექცა მის პირად ამომრჩევლებსაც კი,” – ამბობს მარიამ ლაშხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები