საგარეო უწყება თამარ ბერუჩაშვილის და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართა.
საგარეო უწყების ცნობით,შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების სრული სპექტრი. მხარეებმა იმსჯელეს ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების სათანადოდ მომზადების შესახებ და ამ მიმართულებით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე. საუბარი ასევე შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობას და აღინიშნა, რომ ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომლის ინაუგურაციაც სტოლტენბერგის ვიზიტის ფარგლებში იგეგმება, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის ნათელი დადასტურებაა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე და საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და მაღალი შეფასება მისცა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისიებში ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილ პროფესიონალიზმს. აღსანიშნავია, რომ ეს არის იენს სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი ნატოს გენერალური მდივნის რანგში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები