“საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რათა წინ იაროს და წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს”
საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რათა წინ იაროს და წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროგრესი აშკარაა, რადგან რეფორმების გზაზე – როგორც პოლიტიკური სისტემის, ისე სასამართლო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით, არის მიღწევები.
“მე ნამდვილად არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატოს სამიტზე, მაგრამ რაც შემიძლია მოგახსენოთ არის ის, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რათა წინ იაროს და წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს. პროგრესი აშკარაა, რადგან რეფორმების გზაზე, როგორც პოლიტიკური სისტემის, ისე სასამართლო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით, არის მიღწევები. ამას მივესალმებით და ნამდვილად ენთუზიაზმით გვავსებს, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ერთგულია რეფორმების გზით მოძრაობის.
ჩვენ ვხედავთ პროგრესს და ერთად ვზრდით ნატოს საქართველოში: გაგვაჩნია ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ასევე ნატო-საქართველოს კომისია, არსებითი პაკეტი და დღეს უკვე გეგმაში გვაქვს გავხსნათ წვრთნისა და შეფასების გაერთიანებული ცენტრი, რომელიც გახლავთ უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ის თავის გავლენას მთელ ქვეყანაზე იქონიებს და რეალური პროგრესის მიღწევაში შეიტანს წვლილს, რომლისკენაც ერთად მივიწევთ, იმისთვის, რომ გავზარდოთ ნატო-ს ყოფნა საქართველოში. უფრო მეტად არის ნატო საქართველოში და საქართველო ნატო-ში. ეს გახლავთ რეალური პროგრესი და ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ასევე ეს გახლავთ გზა წევრობისკენ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.