იენს სტოლტენბერგი: ახლა უფრო მეტად ვხედავთ საქართველოს ნატოში და ნატოს საქართველოში

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ეს მისი პირველი ვიზიტია და ეს არის გამოხატვა მისი მხარდაჭერის და სოლიდარობის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ ჩავატარეთ პირველი გაერთიანებული წვრთნები, ნატოს მოკავშირე ქვეყნები თავდაცვის მინისტრების დონეზე ძალიან აქტიურად მუშაობენ თქვენი ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების დასახვეწად. ანუ ჩვენ ახლა უფრო მეტად ვხედავთ საქართველოს ნატოში და ნატოს საქართველოში. ის ვალდებულება, რომელიც ერთად ავიღეთ დროულია და ჯეროვნად მიიწევს წინ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, აღნიშნული მცდელობა ეხმარება საქართველოს დაახლოვდეს ნატოს წევრობასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები