იენს სტოლტენბერგი: ნატოს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ნატოს იმედი ჰქონდეს

ნატოს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა ალიანსის წევრობის გზაზე წინ იმოძრაოს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“ევროატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად მარტივი გზა არ არის, მას სჭირდება დრო, ძალისხმევა და რეალური ცვლილებების განხორციელება. საქართველოს ხალხი და მთავრობა ერთგულია აღნიშნული მიმართულების. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს რეფორმებს, სასამართლო სისტემის რეფორმების ჩათვლით და ხაზს ვუსვამთ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს. ასევე აღვნიშნავ საჭიროებას ამ პროგრესის გაგრძელების. ეს ეხება საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებსაც. ამ სერიოზული რეფორმების გზაზე ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ნატოს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ნატოს იმედი ჰქონდეს”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები