იენს სტოლტენბერგი: დღეს ჩვენ დამატებით ვაორმაგებთ თანამშრომლობას

დღეს ჩვენ დამატებით ვაორმაგებთ თანამშრომლობას, -ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნატოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი საქართველოს და საქართველოს შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას აამაღლებს და უფრო თანამედროვეს გახდის.

“საქართველო გახლავთ მტკიცე და სანდო წვლილის შემტანი ჩვენი უსაფრთხოების მხრივ, საქართველო გახლავთ დიდი წვლილის შემტანი ავღანეთის მისიაში და ეს დაკავშირებულია მსხვერპლთან, რომელიც ქართველმა სამხედროებმა და მათმა ოჯახებმა გაიღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ მსხვერპლს და მათ მიმართ მადლიერებას გამოვთქვამთ. ჩვენი თანამშრომლობა უკვე რამდენ წელს ითვლის. ჩვენ დახმარებას ვუწევთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რათა აამაღლოს თავისი კვალიფიკაცია და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატოს წევრ ქვეყნებთან, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით. დღეს ჩვენ დამატებით ვაორმაგებთ თანამშრომლობას. წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დამატებით გააღრმავებს ჩვენს ძალზედ მჭიდრო თანამშრომლობას. იგი საქართველოს და საქართველოს შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას აამაღლებს და უფრო თანამედროვეს გახდის. ის ასევე გააძლიერებს ნატოსთან თანამშრომლობას, რათა ერთად შევიტანოთ წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები