მეცნიერებმა სახლის მტვერში 9 ათასამდე მიკრობი აღმოაჩინეს

აშშ-ში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ უბრალო სახლის მტვერში 9 ათასამდე სხვადასხვა სახის მიკრობი ცხოვრობს.
კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ანალიზისთვის მტვერი 1200 სახლიდან აიღეს და მასში 2 ათასამდე სოკო და 7 ათასამდე სხვადასხვა ტიპის ბაქტერია აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ბაქტერიების და სოკოების სახეობები იმაზეა დამოკიდებული, თუ სად მდებარეობს სახლი, ვინ ცხოვრობს მასში და არის თუ არა იქ შინაური ცხოველები.
შედეგები ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა. კვლევები პროექტ „ცოცხალი ბუნება ჩვენს სახლებში“ ნაწილი გახდა.
„მეცნიერებმა იცოდნენ, რომ სახლებში მიკრობები ცხოვრობდნენ, ახლა ვცდილობთ მათ შესახებ მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ. გავარკვიოთ თუ რა სიკეთის ან მავნებლობის მოტანა შეუძლიათ მათ ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა კვლევის ხელმძღანელმა, სპეციალისტმა ეკოლოგიის და ევოლუციური ბიოლოგიის საკითხებში ნოი ფირერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები