„ნაციონალები ხელისუფლებას ჩამოშორდნენ, თუმცა ბიზნესის ყველა სეგმენტში მონოპოლისტები არიან“

ნაციონალები მხოლოდ ხელისუფლებას ჩამოშორდნენ, თუმცა, მათი ძალაუფლება არც კი შერყეულა. დღეს ისინი ბიზნესის ყველა სეგმენტში მონოპოლისტები არიან და უზარმაზარ თანხებს აკონტროლებენ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის“ ლიდერი ზურაბ ქადაგიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.

ამავე ინტერვიუში, ორგანიზაციის ლიდერის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ „ნაციონალები“ ბიზნესის ყველა სეგმენტში მონოპოლისტები არიან და უზარმაზარ თანხებს აკონტროლებენ, ბიზნესთან ურთიერთობის წესებს თვითონ აწესებენ.

მისი თქმით, „ნაციონალები“ მათ მიმართ მტრულად განწყობილ ბიზნესმენებს ბაზარზე, უბრალოდ, არ უშვებენ.

ქადაგიძის ინფორმაციით, “ნაციონალები” ზოგიერთი მსხვილი კომპანიის დამფუძნებლები არიან, ან მათი უახლოესი და სანდო ადამიანები აკონტროლებენ.
მისი თქმით, მათ შორის არის მონსტრი კომპანიებიც, რომელთა შემოსავალი მილიარდამდეც კი ადის.

„პეტრე ცისკარიშვილი აკონტროლებს შპს „ვოიაჟერს“, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ავეჯის იმპორტით არის დაკავებული. ამ კომპანიაში 50%-იანი წილის მეპატრონე პეტრეს მეუღლე მარიამ ქვრიშვილი ბრძანდება. აქვე არის შპს „ენერგომშენსერვისი“, რომელიც პეტრე ცისკარიშვილის ახლო მეგობარი სანდრო კავსაძე აკონტროლებს – 46 %-ს. პეტრეს მეგობარ იური შალამბერიძეს შპს ბიზნეს ცენტრ კავკასიონში“ 25 % -იანი წილი აქვს. პეტრეს კიდევ ერთ მეგობარი შალვა ერისთავი, შპს „ჯეკო კაბადოკიაში“ 20 % -იანი წილის მფლობელია, ხოლო „მობაილ იმპორტში“ – 17, 5 %- ის.

გივი თარგამაძე გიგანტი კომპანია „ბლექ სი გრუპის“ მფლობელია. მასში 49 % -იან წილს გივის ძმა, ნიკოლოზ თარგამაძე ფლობს. შპს „გამა დიზაინსაც“ ნიკოლოზ თარგამაძე აკონტროლებს. შპს “ბევრი.ჯი“-ს დამფუძნებელი და 100 % -იან წილის მფლობელია თარგამაძის მეგობარი ტიგრან ჰოვაკიმიანი. თარგამაძის სხვა მეგობარი კონსტანტინე მიქელაძე შპს „სისქე ჯგუფში“ „ მილქ მეიში“ და „უკრ ინსექსში“ , რომლებიც კვებისა და საკონდიტრო პროდუქტების იმპორტს ეწევიან – 100 % წილების მფლობელია. გივი თარგამაძე ლობირებს შპს „ბლექ სი სატ“-ს, რომელიც ანტენებისა და სატელევიზიო კაბელების იმპორტით არის დაკავებული.

გივი თარგამაძის ქვისლის, მირიან კიკნაძის სახელს უკავშირდება შპს „კაპიტალ პოინტი“, რომელსაც ალკოჰოლური სასმელები შემოაქვს, სარეკლამო კომპანია „ნიუს ჯი“ , სადაც იგი 40 % წილის მფლობელია.

გიგი უგულავას სიმამრი, შალვა კილაძე,  სამშენებლო კომპანია „მანის“ აკონტროლებს, გიგის ძმას, ირაკლის, შპს „ჯეოლენდში“ 50 % -იანი წილი აქვს. ირაკლი ასევე  შპს „ბეთლემის ქოხს“ აკონტროლებს. გიგი უგულავას ცოლის ბიძაშვილი, თამაზ გოგიაშვილი, შპს „თ.ფ“-ში, რომელიც ფეიერვერკებისა და განათების რეალიზაციით არის დაკავებული – 100 % წილის მფლობელია. მერიის დაკვეთით სტადიონების მშენებლობას კი, შპს „კვადრელი“ ეწევა, რომელსაც გიგი უგულავას მეგობარი თეიმურაზ კვარაცხელია აკონტროლებს.

გიორგი ბარამიძეს მეუღლე ირინე მუშკუდიანი შპს „ოპერას“ ლობირებს, რომელშიც 40 % წილი აქვს, ბარამიძის ძმა – დავითი  „აუდიტ კონსტალტინგში“ 40%-ს აკონტროლებს, ხოლო 43 % -ს შპს „ლობოში“.
დავით ბაქრაძის სიმამრი, ლერი მეტრეველი, 50 % -ს ფლობს შპს „ბელდ-ინვესტში“, 10 % -ს კი შპს „ზვარეში“.
დავით ბარაძის მეუღლე მაკა მეტრეველი 75% -ს აკონტროლებს „ფეშენ გრუპ“- ში.
ლევან ბეჟაშვილის სიძეს, გოდერძი ჩანქსელიანს, 70% -იანი წილი აქვს შპს „ბევრილი ჯგუფში“, რომელიც ფქვილს აწარმოებს“, – აცხადებს ზურაბ ქადაგიძე გაზეთ ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

ამავე სტატიაში არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ბიზნესწილებსა და კონტროლზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები