“ალბანურ სათამაშო ბიზნესში მიხეილ სააკაშვილს დიდი ინტერესები აქვს”

ექსპერტი მამუკა არეშიძე ალბანურ სათამაშო ბიზნესში მიხეილ სააკაშვილის “დიდ ინტერესებზე” საუბრობს.
როგორც არეშიძე საგაზეთო ინტერვიუში აღნიშნავს, ილიჩევსკის პორტში საქართველო-აზერბაიჯანის გავლით დიდი ოდენობით ნარკოტიკი მოხვდა.
„მე მაქვს უტყუარი მობნაცემი, როცა ილიჩევსკის პორტში საქართველო-აზერბაიჯანის გავლით მოხვდა და შემდეგ გავოდა ესტონეთში. ეს იყო რამდენიმე წლის წინათ, „ნაციონალების“ პერიოდში. მაშინ ნარკოტიკები ასევე საქართველოზე გავლით ხან თურქეთში მოხვდა, ხან კიდევ – ბულგარეთში. შემდეგ ეს ტრანზიტი შემცირდა, თითქმის სულ გაქრა. ბოლო ორი შემთხვევიდან ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცა ახალ მიმართულებას ჭრის, საქართველო და აზერბაიჯანი ამოვარდა და ახლა ირანი თურქეთის გავლით ნარკოტიკები ხვდება ილიჩევსკის პორტში, ანუ ოდესაში, შემდეგ კი ევროკავშირის ქვეყნებში. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს ალბანურ სათამაშო ბიზნესშიც დიდი ინტერესები აქვს, რაც გარკვეულწილად კრიმინალს უკავშირდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მე მოლდავაში მაქვს კავშირები და ვიცი, რომ სამართალდამცავები გაკვირვებულები არიან ნარკოტიკების რაოდენობით, ასეთი რამ მათ არ ახსოვთ“, – აცხადებს მამუკა არეშიძე ალიასთან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები