“ვიდრე კაია კალასი საქართველოს შესახებ განცხადებას გააკეთებს, სჯობს, „ლელო“-სა და ალეკო ელისაშვილს გაემიჯნოს, რომელიც ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაშია მსჯავრდებული” – გორდულაძე

“ვიდრე კაია კალასი საქართველოს შესახებ განცხადებას გააკეთებს, სჯობს, „ლელო“-სა და ალეკო ელისაშვილს გაემიჯნოს, რომელიც ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაშია მსჯავრდებული”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

კერძოდ, ის გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც თქვა – „საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გვაქვს, რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან, ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.

„სამარცხვინოა, როდესაც წარმოდგენა არ გაქვს გეოგრაფიაზე, პოლიტიკურ ვითარებაზე და სხვისი მითითებით ცდილობ, ქვეყანას და ამომრჩევლის არჩევანს თავს დაესხა. კიდევ ერთხელ დასტურდება, ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულია პირას დგას. რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონზე თანამშრომლობას, წესით, ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს მიმართ პრაგმატული მიდგომა უნდა ჰქონდეთ, რადგან ქვეყანას, განსაკუთრებით შუა დერეფანში, მნიშვნელოვანი როლი აქვს. შეუძლებელია, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის განხორციელება საქართველოს ჩართულობის გარეშე მოხდეს. ვხედავთ, ევროკავშირის მხრიდან პრაგმატული ნაბიჯები არ იდგმება. ცდილობენ, ეკონომიკაც კი დაანგრიონ“, – აღნიშნა გორუდლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები