ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და უნგრეთის საჯარო სამსახურის ლუდოვიკას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის – „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში” – მეორე ეტაპის გახსნითი ღონისძიება უნგრეთში, ლუდოვიკას უნივერსიტეტში გაიმართა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და უნგრეთის საჯარო სამსახურის ლუდოვიკას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის – „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში” – მეორე ეტაპის გახსნითი ღონისძიება უნგრეთში, ლუდოვიკას უნივერსიტეტში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჟვანიას სკოლის დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა, უნგრეთსა და მონტენეგროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა, ლუდოვიკას უნივერსიტეტის რექტორმა გერგეი დელიმ და საჯარო ადმინისტრაციის შემდგომი გადამზადების ინსტიტუტის დირექტორმა ბალაჟ კლოტსმა. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ლიდერული უნარების გაძლიერების როლზე თანამედროვე და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების პროცესში.
პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში მონაწილეები ინტენსიურ პრაქტიკულ ტრენინგ-კურსს გაივლიან. პროგრამა ითვალისწინებს უნგრეთის კონსტიტუციური სისტემისა და სახელმწიფო მართვის მოდელის გაცნობას, ასევე შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.