ნანა დევდარიანი: ბარამიძე, რომელმაც პოლიციელებს „ძაღლები“ უძახა, ეკა ყურშიტაშვილზე უკეთესი რით არის?!

„პოლიციელების გინებაზე „ნაციონალებს“ ექსკლუზივი აქვთ აღებული?! ვინმე ეკა ყურშიტაშვილი თუ ცუდი ადამიანია, იმის გამო, რომ პოლიციელს აგინა, ბარამიძე, რომელმაც პოლიციელებს „ძაღლები“ უძახა, ყურშიტაშვილზე უკეთესი რით არის?!“ – აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი და პოლიტოლოგი ნანა დევდარიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში, რომელიც გამოცემამ დღეს გამოაქვეყნა. ამავე ინტერვიუში ნანა დევდარიანი კონფლიქტის ზონაში ბანერების გადმოწევის საკითხს ეხება. როგორც ნანა დევდარიანი აცხადებს, ბანერების საკითხის ე.წ. გადმოწევა გამოსაძიებელია.

ყოფილ სახალხო დამცველი ეჭვობს, რომ ბანერების გადმოწევა „ნაციონალების“ მიერ მოწყობილი პროვოკაციაა.

„ძალიან კარგად არის გამოსაძიებელი, კონფლიქტის ზონაში ბანერების დადგმა და ე.წ. საზღვრის გადმოწევა ნამდვილად რუსებისგან მოდის თუ „ნაციონალების“ პროვოკაციაა?! გაიხსენეთ, ეს სრულიად კარიკატურული ფიგურა ანდრო ბარნოვი – პოლიციელს როგორ უყვიროდა, რუსებს რატომ არ ებრძვითო?! ბარნოვმა ერთი-ერთში გაიმეორა რამდენიმე წლის წინათ სააკაშვილის მიერ განმუხურში დადგმული სპექტაკლი, ნაცების ბელადმა რუსებს, ვითომ უკან რომ დაახევინა… პოლიციელთან ბარნოვის ასეთ ქცევას დაუმატეთ კარბელაშვილის ინციდენტი პატრულთან, ბარამიძის მიერ პოლიციელებისათვის „ძაღლების“ ძახილი და მიხვდებით, რომ ეს არის ერთი მძივის მარცვლები.

არ გახსოვთ, შევარდნაძის დროს გივი თარგამაძემ პოლიციელს რომ სცემა? ირაკლი ოქრუაშვილმაც გალახა საგზაო პოლიციის წარმომადგენელი! ესენი ასეთი მენტალიტეტის ხალხია და ასეთი მეთოდებით ცდილობენ სახელმწიფოს ძირი გამოუთხარონ! ვერ გავიგე, პოლიციელების გინებაზე „ნაციონალებს“ ექსკლუზივი აქვთ აღებული?! ვინმე ეკა ყურშიტაშვილი თუ ცუდი ადამიანია, იმის გამო, რომ პოლიციელს აგინა, ბარამიძე, რომელმაც პოლიციელებს „ძაღლები“ უძახა, ყურშიტაშვილზე უკეთესი რით არის?!“ – აცხადებს ნანა დევდარიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები