გია ხუხაშვილი: ხიდაშელს ეს გადაწყვეტილება ივანიშვილსა და ღარიბაშვილთან შეთანხმებული ჰქონდა

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. კაბელების საქმეში ეჭვმიტანილებისთვის პატიმრობის მოთხოვნა შეცდომა იყო.

ამის შესახებ ხუხაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში განაცხადა.
„საერთოდ, არ მიმაჩნია სწორად ასეთი ტიპის ეკონომიკურ საქმეებზე, მით უფრო, როდესაც ძიება დასრულებული არ არის, პატიმრობის მოთხოვნა. კარგია, რომ ეს გამოსწორდა და ისინი გაათავისუფლეს. რაც შეეხება ხიდაშელის გადაწყვეტილებას, ეს არაორდინარული და პატივსაცემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. წულუკიანის კრიტიკაზე კი არაფერს ვიტყვი, ეს უფრო გენდერული კონკურენციის საკითხი მგონია. ხელისუფლებაში მყოფ ქალებს მაინცდამაინც არ უყვართ ხოლმე ერთმანეთი და სწორედ ასეთი კონკურენცია დაიწყო ხიდაშელსა და წულუკიანს შორის.
ამის უკან პოლიტიკურ კონფლიქტს ვერ ვხედავ. შიდა სამზარეულოს კარგად ვიცნობ და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ხიდაშელს ეს გადაწყვეტილება ივანიშვილსა და ღარიბაშვილთან შეთანხმებული ჰქონდა. ვფიქრობ, თინამ შეძლო მათი დარწმუნება, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა“, – მიიჩნევს ხუხაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები