რა დარღვევები იყო ეროვნულ გამოცდებში და როგორ დაზარალდნენ აბიტურიენტები?

„რა დარღვევები იყო ეროვნულ გამოცდებში და როგორ დაზარალდნენ აბიტურიენტები“, – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ განათლების საკითხებში ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ნიკოლაიშვილი ტექნიკური და შინაარსობრივი ხარვეზების არსებობის შესახებ საუბრობს.
“საუბარია ტექნიკური ტიპის ხარვეზებზე, ასევე გვხვდება შინაარსობრივი შეცდომები. ამავდროულად, გვხვდება მეცნიერული სახის შეცდომებიც. არის პროგრამული უზუსტობებიც. არის გარკვეული ტიპის ხარვეზები, რომლებიც ისწავლება სკოლაძში, მაგრამ არ არის შეტანილი ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში. ისეთი საკითხებიცაა შეტანილი,რომლებიც სასკოლო პროგრამას სცილდება. ის აბიტურიენტები, რომლებიც უმაღლეს დონეზე არიან მომზადებულები და სურთ უმაღლესი ქულების მიღება, მათ მიმართ მსგავსი ფაქტები, დიდი უსამართლობაა, იმიტომ, რომ ტესტი არ უნდა შეცავდეს არანაირ ხარვეზს“,-აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ეს შეგნებულად ხდება.
მისი ვარაუდით, ეს ყველა სჭირდებათ იმისთვის, რომ არ დაიწეროს უმაღლესი ქულა, რაც შემდეგ გრანტებთანაა დაკავშირებული.
“უმაღლეს ქულას იღებს თითო-ოროლა ბავშვი, დააკვირდით, წლები გასულა ისე, რომ ბევრ საგანში უმაღლესი შეფასება საერთოდ არ დაწერილა, ბოლო წლებში გამოერია თითო-ოროლა აბიტურიენტი. ეს არ არის ხელოვნურად მართული?“-აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები