სოსო ცინცაძე მარგველაშვილის მოქმედების გეგმაზე საუბრობს

„პოლიტიკა და პოლიტიკოსები ყველაზე რთულად დასაძლევი ნარკოტიკია. დღეს ქართულ პოლიტიკაში თუ ვინმეს დასავლეთის მხარდაჭერა და ნდობა აქვს, ეს პრეზიდენტი მარგველაშვილია“, – აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში და მომავალ 2016 წლის არჩევნებზე საუბრობს.
როგორც სოსო ცინცაძე ინტერვიუში ამბობს, მარგველაშვილს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, დიდ პოლიტიკაში დარჩენის არავითარი შანსი არ აქვს. ამიტომ ბუნებრივია, რომ პრეზიდენტი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანდეს.
„პოლიტიკა და პოლიტიკოსები ყველაზე რთულად დასაძლევი ნარკოტიკია. მით უფრო, ძალაუფლება. გიორგი მარგველაშვილი მოაზროვნეა, მართალია, ის საჯარო პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა, მაგრამ პოლიტიკასთან ყოველთვის ახლოს იყო და კარგი ალღოც აქვს. დღეს ქართულ პოლიტიკაში თუ ვინმეს დასავლეთის მხარდაჭერა და ნდობა აქვს, ეს პრეზიდენტი მარგველაშვილია. დასავლეთი მას, როგორც პერსპექტივას, ისე უყურებს. ის მათი ნდობით აღჭურვილი პირია“,- განაცხადა ცინცაძემ გამოცემასთან საუბრისას.
პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ დღეს მარგველაშვილი ყველანაირად ცდილობს, თავისი კონკრეტული ნაბიჯები რიტორიკით შეარბილოს.
„ამ რიტორიკით მან შეიძლება ქსენია დიასახლისი მოატყუოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ივანიშვილი. პრეზიდენტის გადადგომა მოსალოდნელი არ არის. არა მგონია, რომ ბედს მინდობილი იყოს და რაც „მოხდება, მოხდება“-ს, ფიქრობდეს. არა მგონია შეგუებული იყოს იმ აზრს, რომ გავა მისი დრო და პრეზიდენტი აღარ იქნება. პრეზიდენტს მოქმედების გეგმა ნამდვილად აქვს. თანაც ის იმ ასაკში არ არის, რომ ყოფილი პრეზიდენტი ერქვას, რომელიც პენსიაში გადის“,- განაცხადა სოსო ცინცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები