“სააკაშვილს მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა აშანტაჟებენ”

„ნაციონალების“ მხრიდან რაიმე სერიოზული ნაბიჯის გადადგმას გამოვრიცხავ. მათ აქვთ სურვილი, რომ არეულობა მოაწყონ, ამის შესახებ საგაზეთო ინტერვიუში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე აცხადებს.
„ნაციონალების“ მხრიდან რაიმე სერიოზული ნაბიჯის გადადგმას გამოვრიცხავ. მათ აქვთ სურვილი, რომ არეულობა მოაწყონ, გეტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება შანტაჟის ქვეშ, მას მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა კატეგორიულად სთხოვენ, რომ ახალ წლამდე გამოიყვანოს ციხიდან, თორემ ყველაფერს იტყვიან მიხეილ სააკაშვილზე. რა თქმა უნდა, ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილს აქვს იმის სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია. ამისთვის ის დახარჯავს ძალიან დიდ ფულს, გამოიყენებს ყველანაირ ენერგიას“, – აცხადებს ბრეგაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები