გია კორკოტაშვილი: პრემიერმა უნდა იცოდეს, რომ მას ამ პროცესში ექნება სრული თანადგომა ხალხისგან
გაზეთი “კვირის ქრონიკა”
მას შემდეგ, რაც მსოფლიო ლიბერასტიზმის მამამთავარმა ბარაკ ობამამ თავისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება პირწმინდად შეასრულა და ამერიკის 50-ივე შტატში სოდომია გრიალ-გრიალით დააკანონა, “დემოკრატიულ დასავლეთში” მესაჯდომეობის აპოგეა პიკს აღწევს. თავად “თეთრი სახლის” “შავი მამასახლისი” ამას სიყვარულის გამარჯვებას უწოდებს და სრულიად ამერიკას გულმხურვალედ ულოცავს ამ “დიდ გამარჯვებას” “სიძულვილზე”, რაც თურმე მილიონობით ადამიანის უუფლებობაში, ჩაგვრასა და დისკრიმინაციაში გამოიხატებოდა. მოკლედ, ამ ანტიქრისტეს მოციქულებსა და ჯოჯოხეთის მუგუზლებს თუ დავუჯერებთ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ამერიკელი საზოგადოება უფრო სრულყოფილი გამხდარა, ქვეყანა ჭეშმარიტ დემოკრატიულ რელსებზე გადასულა და აწი, რომ იტყვიან, მათ ბედს ძაღლი არ დაჰყეფს!!!
მეგობრებო, ის, რაც დღეს ამერიკაში ხდება და რაც მათ მომავალში ელოდებათ მეუკანალე პოლიტიკანების ხელში, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჩვენ არ გვეხება. მეტიც, ეს დღეებია ზოგიერთი ლიბერასტი უკანალზე იხევა და ძარღვისგაწყვეტამდე ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი არც ერთ მოკავშირეს თავის ხედვებს არ ახვევს, მაგრამ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. სწორედ იმ დღეს, როცა ამერიკის უზენაესმა სასამართლომ პედერასტია ოფიციალურად დააკანონა, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ პირდაპირ, ყოველგვარი დიპლომატიური კეკლუცობის გარეშე განაცხადა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილებები სხვა ქვეყნებშიც განხორციელდესო. ჯონ კერის ამ სიტყვების შემდეგ საქართველოში ქათმების ინკუბატორს უკანალი აუციმციმდა, აქაოდა მსოფლიო დემოკრატიის ჰეგემონი ჩვენკენაა, ცისარტყელას დროშას მალე თბილისის თავზეც აღვმართავთო. ცალკე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც შემოიხია, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა და ყოველ მეორე სიტყვაში უმცირესობების უფლებებზე, მათ სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებულ “პრობლემებზე” აპელირებდა. ამას უჩუმრად ისმენდნენ ის “პატრიოტი” დეპუტატებიც, რომლებიც თავის დროზე სხდომებს ჩოხა-ახალუხით ესწრებოდნენ და ქალებს ჩიხტიკოპით სიარულს სთხოვდნენ. მოკლედ, ძიძიგური, სანიკიძე, გუჯაბიძე პედერასტების ომბუდსმენის წინაშე თრთოდნენ, ალბათ, ფიქრობდნენ, ხმა რომ ამოვიღოთ, კოალიციიდან გაგვაპანღურებენ და დეპუტატის მანდატსაც უკან გაგვიკეთებენო. იქნებ ასეც არის, ამიტომ ყველა, მათ შორის ესენიც, თავის საჯდომს უფრთხილდებიან.
რაც შეეხება ისევ ნანუაშვილს, დაახლოებით სამი კვირის წინათ, როცა ამ კონჩიტების დამცველმა იუსტიციის სამინისტროს ტრანსგენდერების მიერ სქესის შეცვლის აღიარება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება მოსთხოვა, ჩვენ ვწერდით, რომ ეს იყო მოსამზადებელი ეტაპი სხვა უფრო დიდი უბედურებისთვის. დიახ, მაშინ ვწერდით და ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ, თუკი სოდომისტთა დამცველს ეს მცდელობა შერჩებოდა, მალე უარესი საფრთხე დაგვემუქრებოდა და ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, – დღეს ხელისუფლება, რომელიც გვეუბნება, რომ ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია, ხოლო ამერიკა – ნომერ პირველი სტრატეგიული მოკავშირე, უკვე აქტიურად მუშაობს კანონმდებლობის “ლიბერალიზაციაზე”. უწინარესად ეს გულისხმობს სწორედ უმცირესობების უფლებების გაზრდას, წამოწევას და მერე, როცა სიტუაცია სათანადოდ მომზადდება, ერთსქესიანთა ქორწინებაზეც დაიწყება საუბარი. მერე რა, რომ პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები გვპირდებიან, ასე არ მოხდებაო. ცოტა გინახავთ ამათი შეუსრულებელი დანაპირები?! არც ის გეგონოთ, რომ ეს ხუთი, ათი ან კიდევ უფრო შორეული მომავლის პერსპექტივაა და წინ დიდი დრო გვაქვს რადიკალური ქმედებებისთვის, ლაპარაკია უახლოეს ორ-სამ წელიწადზე. დასავლელი მამა-მარჩენლების აზრით, ამ დროში ქართველი საზოგადოება აბსოლუტურად შეიცვლება, მისი მენტალიტეტი კარდინალურად განსხვავებული იქნება და ის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიღებს ნებისმიერ `სიახლეს~, რომელსაც “დემოკრატიის აკვანი”, შეერთებული შტატები დაარწევს. მოკლედ, ამთავითვე ცხადია, ამ ყველაფრის შედეგი რაც იქნება, – მალე ერთსქესიანთა ქორწინებასაც დაგვიკანონებენ და ამ ე.წ. ერთსქესიან ოჯახებს შვილის აყვანის უფლებასაც მისცემენ! ამისთვის, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა წინაპირობა არსებობს.
კონკრეტულად რა ცვლილებები გველოდება და რა გავლენას მოახდენს ჩვენზე ამერიკის მიერ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება? ამ საკითხებზე სასაუბროდ, გია კორკოტაშვილი, იგივე “კორკოტა” ერთადერთი ნიშნით ავირჩიეთ – ვეთანხმები თუ არა მის პოლიტიკურ გემოვნებას და იდეებს, ამ შემთხვევაში მეორე პლანზეა. კორკოტა ის თბილისელი კაცია, რომელიც ტრადიციებსა და ე.წ. კაიკაცობას პირველ პლანზე აყენებს.
– ამერიკისა და ევროპის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ერთი რამ კარგად უნდა იცოდეს: ჩვენ მათ არ ვეპარტნიორებით იმ საკითხებში, რომ კაცმა კაცზე უნდა იქორწინოს და ქალმა ქალზე. თუ მათ ეს არ ესმით და კატეგორიული მოთხოვნაა, რომ აქაც ანალოგიური კანონები მივიღოთ, მაშინ მე პირადად აბსოლუტურ უაზრობად მიმაჩნია მათთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა! ჩვენ ვერავის გულის მოსაგებად ვერ შევიცვლებით და ვერ ვიქცევით სხვა ადამიანებად, ჩვენ ვართ ქართველები და დავრჩებით ქართველებად.
– თუმცა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ “თეთრის სახლი” ყველაფერს გააკეთებს, რათა ერთსქესიანთა ქორწინება მალე სხვა ქვეყნებშიც დაკანონდეს.
– არ ვიცი, კერი რა ოჯახშია გაზრდილი, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვა მენტალიტეტის ხალხი ვართ. მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, მიმაჩნია, რომ ერთსქესიანთა ქორწინება არის მომაკვდინებელი ცოდვა და ჩემთვის ეს მიუღებელია. ვისთვისაც მისაღებია, იმან ამ გეოგრაფიაში არ უნდა იცხოვროს. ასევე, ყველა კონფესია, იქნებიან მუსლიმანები თუ რომელიმე სხვა, რომელიც ამას მიიღებს, იქნებიან საქართველოს მტრები. იგივეს ვიტყვი ხელისუფლების წარმომადგენლებზეც და თუ რომელიმე ჩვენ პარლამენტარს მიაჩნია, რომ აქ ეს საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს, ასეთი ექსპერიმენტები ჩაატარონ თავიანთ ოჯახებში, რა… გესმით? თავიანთი ბიჭები დააქორწინონ რომელიმე პარლამენტარის ბიჭზე, ან ქალბატონები დააქორწინონ ერთმანეთზე. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს და ამას არ მივიღებთ, გაიგონ!
– რადგან პარლამენტარები ახსენეთ, წელს, 17 მისს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ხელში “ლგბტ” დროშები დაიჭირეს და “ჰომოფობია” საჯაროდ დაგმეს. მათი თქმით, სახელმწიფომ ნებისმიერ მსგავს გამოვლინებაზე მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს და “დამნაშავე” უმკაცრესად დასაჯოს. ახლა რა, სხვაგვარად მოიქცევიან? ეს ყველაფერი ხომ სწორედ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინაპირობა იყო?
– ჰოდა, გენაცვალე, ზუსტად მაგათ გასაგონად ვამბობ: თქვენი ადგილი ამ გეოგრაფიაში არ არის!!! ამას უნდა მიხვდეთ, იმიტომ, რომ იმ საქართველოს, რომელიც თქვენ გინდათ და რისთვისაც ტყავიდან ძვრებით, ვერ ეღირსებით!
– რომ დაგვიკანონონ? ასე არ შემოგვტენეს ანტიდისკრიმინაციული კანონი? რა, ბოდიში და, ფეხები მოვჭამეთ, თუ რა?
– ჰო… ერთი კარგი ამბავი იყო მარტო – ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ამას წინათ გაკეთებულ განცხადებას ვგულისხმობ, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს და განისაზღვროს ოჯახის ცნება. ეს არის იდეა, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და ამას წინ არაფერი უდგას. პრემიერმა უნდა იცოდეს და, ალბათ, იცის კიდეც, რომ მას ამ პროცესში ექნება სრული თანადგომა ხალხისგან და ხალხის ნებას კიდევ წინ ვერაფერი დაუდგება…
– თუმცა პრემიერის ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ძალიან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. დაწყებული ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, დამთავრებული საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოთი, ერთხმად აკრიტიკებდნენ ღარიბაშვილს. ვისი აჯობებს?
– რა გამჭვირვალობაც არ უნდა იყოს ამის წინააღმდეგი, რომელი “ენჯეოც” არ უნდა აღუდგეს ამ ყველაფერს, კიდევ ვიმეორებ, ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს ქვეყანა “ენჯეოებს” კი არ ეკუთვნით, არამედ ეკუთვნით ქართველებს. ჰოდა, ახლა მივმართავ იმ ე.წ. ნეოლიბერალებს, რომლებიც ეს დღეებია, პატრიარქის წინააღმდეგ სხვადასხვა ბინძურ კამპანიებს აგორებენ: გასაგებია, ვინც ხართ და რა ჯურისაც ხართ, მაგრამ ყველაფერს აქვს ბოლო. შეურაცხყოფა საკმარისად ვითმინეთ და ერთ დღესაც ეს ძაფი გაწყდება… ერთხელაც იქნება, რომელიმეს თავში მართლა მოუვა “ზამეკანია” და მერე გვდიონ კუდში და აწყონ ეგენი ცალ-ცალკე!
…ზოგადად, მე ვიცი ამათ რაც უნდათ და რა ჩანაფიქრიც აქვთ, ესენი ფიქრობენ, რომ რაღაც-რაღაცებს ჩუმად, წყნარად შემოგვაპარებენ და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გადაგვაკეთებენ. არ გაუვათ, მე მათ პირდაპირ ვეუბნები: თქვენ ხართ განწირულები; თქვენ ამ ქვეყნიდან უკანმოუხედავად მოგიწევთ გაქცევა, მაგრამ გასაქცევიც აღარ გექნებათ, თქვე საცოდავებო. დასამალ ადგილს ვერ იპოვით, იმიტომ რომ თუ გგონიათ, ის თქვენი დასავლელი მამიკოები და დედიკოები გულში ჩაგიკრავენ, ძალიან ცდებით, არავის სჭირდებით, არავინ მიგიღებთ და შეგიფარებთ…