ჰოლანდიაში ამწის დაცემის გამო რამდენიმე სახლი დაინგრა (ვიდეო)
ჰოლანდიაში ამწის დაცემის შედეგად რამდენიმე სახლი დაინგრა. ინციდენტი ქალაქ ალფენ ან დენ რეინში მოხდა. მშენებლები ორი ამწეს მეშვეობით გასაშლელი ხიდის გადატანას ცდილობდნენ. სწორედ ამ დროს ამწე ტვირთთან ერთად გვერდზე გადაწვა და იქვე მდებარე შენობებს დაეცა.
დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე სახლი აგურების გროვად გადაიქცა. მაშველები შიშობდნენ, რომ ნანგრევების ქვეშ მრავალი ადამიანი იქნებოდა მოყოლილი, თუმცა მათ მხოლოდ ერთი დაშავებული ამოიყვანეს.
ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამჟამად სპეციალისტები ინციდენტის მიზეზებს იძიებენ.