პეტრო პოროშენკომ მარია გაიდარს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

ოდესის გუბერნატორის მოადგილემ მარია გაიდარმა და „ფორბსის“ უკრაინული გამოცემის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ვლადიმერ ფედორინმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღეს. უკრაინის პასპორტები მათ პირადად პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გადასცა.
მოქალაქეობის მინიჭების ცერემონიაზე პოროშენკომ მადლობა გადაუხადა გაიდარსა და ფედორინს „რუსეთის რეჟიმის მოქმედებაზე უთანხმოების ღიად გამოთქმის გამო“. პრეზიდენტმა მოუწოდა უკრაინის ახალ მოქალაქეებს, არ გაწყვიტონ კავშირი რუსეთთან და იყვნენ „კრემლის პროპაგანდის ალტერნატივა“.
ამის საპასუხოდ მარია გაიდარმა განაცხადა, რომ მას და უკრაინას საერთო მტერი ჰყავს – „ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ხალხს ხოცავს როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში“. მისი თქმით, აუცილებელია თავისუფლების, დემოკრატიის, პატივისცემის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლობის გზის ჩვენება.
მარია გაიდარი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ 17 ივლისს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები