პაკისტანში 7 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული სიკვდილით დასაჯეს

კარაჩის ციხეში 7 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული შავხატ ჰუსეინი სიკვდილით დასაჯეს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ის 2004 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული.
ჰუსეინის დაცვის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ის მხოლოდ 15 წლის იყო.  ისინი ასევე ამბობდნენ, რომ განსასჯელს ციხეში აწამებდნენ, რათა მისგან აღიარებითი ჩვენება მიეღოთ.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები სასიკვდილო განაჩენის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ვინაიდან, მათი ინფორმაციით, სასამართლო საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. უფლებადამცველები დამნაშავის ზუსტი ასაკის დადგენას და მისი წამების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას მოითხოვდნენ. ამ მოთხოვნების მიუხედავად, პაკისტანის ხელისუფლებამ სასჯელი სისრულეში მოიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები