დუბლინში მინიონმა სავალი ნაწილი ჩახერგა (ფოტოკოლაჟი)

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მინიონის 12-მეტრიანი გასაბერი ფიგურა გზაზე დაეცა და სავალი ნაწილი ჩახერგა. Irish Times-ის ინფორმაციით, მულტფილმის პერსონაჟის ფიგურა, რომელიც ატრაქციონების პარკში იყო დამონტაჟებული, ქარმა წაიღო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოძრაობა გზაზე 20 წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო.
მინიონები კომპანია Universal-ის მიერ გამოშვებული მულტფილმის პერსონაჟები არიან. 2015 წელს გამოსული მულტფილმის კინოჩვენებამ 28 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

11805784_10204402731259980_1183662300_n

11850777_10204402731299981_2081261193_n

11850879_10204402731219979_470873774_n

11853854_10204402731539987_782170898_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები