„თალიბებმა“ ავღანეთში სამთავრობო ძალებთან დაკავშირებული უხუცესი და მისი ოჯახის წევრები დახოცეს
რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებმა, პროვინცია სამანგანში მომხდარი თავდასხმის შედეგად, პროსამთავრობო უხუცესი და მისი ოჯახის წევრები დახოცეს.
სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, რამდენიმე შეიარაღებული „ბოევიკი“ უხუცეს დამულა აბდულ კარიმის სახლში შეიჭრა. სროლის შედეგად ის და მისი ოთხი შვილი დაიღუპნენ. ეს ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელმა მუჰამედ ბაკირ მასუდმა გაავრცელა. ასევე დაღუპულია ორი თავდამსხმელი.
მოძრაობა „თალიბანმა“, რომელიც ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედებს, ბოლო დროს ჩრდილოეთ ავღანეთში რამდენიმე სტრატეგიული პუნქტი დაიკავა. „თალიბები“, მათი ლიდერის მოლა ომარის დაღუპვის მიუხედავად, კვლავ აქტიურად მოქმედებენ.