ბელორუსია უკრაინასთან საზღვარს ამაგრებს
ბელორუსია უკრაინასთან იქ არსებული მდგომარეობის გამო საზღვარს ამაგრებს. ამის შესახებ ბელორუსიის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა სტანისლავ ზასმა ბელორუსიის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ უკრაინაში არსებულ მდგომარეობას ვაკვირდებით. სამწუხაროდ, იქ უარყოფითი ტენდენციაა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საზღვრის მოწყობისთვის დიდი სამუშაო ჩატარდა. ეს საზღვრის დემარკაცია, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და საზღვარზე დამატებითი ძალების მობილიზებაა“, – აცხადებს ზასი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა – ბელორუსიის საზღვრის სიგრძე 1084 კილომეტრს შეადგენს.