ნიგერიაში „ბოკო ხარამის“ ტყვეობიდან 178 ადამიანი გათავისუფლდა
ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში ტერორისტული დაჯგუფება “ბოკო ხარამის“ ტყვეობიდან 178 ადამიანი გათავისუფლდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ტყვეებს შორის 101 ბავშვი და 67 ქალი იყო. ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედროებმა „ბოიევიკების“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს და ისლამისტების რამდენიმე ბანაკი გაანადგურეს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ნიგერიაში გატაცებული 200 სკოლის მოსწავლე გოგონა კვლავ დაკარგულად ითლება. 2014 წლის ნოემბერში „ბოკო ხარამის“ ლიდერმა აბუბაკარ შეკამ განაცხადა, რომ სკოლის მოსწავლეებმა ისლამი მიიღეს და ისინი დაჯგუფების „ბოევიკებმა“ ცოლებად მოიყვანეს.