აშშ-ს პრეზიდენტმა სამხედროებს სირიაში ავიაციის გამოყენების უფლება მისცა
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სირიაში სამთავრობო ძალებისგან და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ ოპოზიციის ძალების დასაცავად შესაძლებელია ავიაციის გამოყენება. ამერიკული ავიაცია ოპოზიციის ძალებზე იერიშის შემთხვევაში იქნება გამოყენებული.
ანალიტიკოსების აზრით, აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებს და ბაშარ ასადის რეჟიმს შორის პირდაპირი კონფლიქტის შესაძლებლობას ზრდის. მანამდე პენტაგონის უფროსმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ სირიის ოპოზიციური ძალების მომზადების პროგრამა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ამჟამად მასში მხოლოდ 60 ადამიანი მონაწილეობს.
აშშ ცდილობს მიაღწიოს სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის შეცვლას. ის ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს, რომელმაც სირიაშიდ ა ერაყში მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავა. რაც შეეხება სირიის ოპოზიციას, მან 2011 წლიდან მიმდინარე სამოქალაქო ომში ინიციატივა დაკარგა. თუმცა რამდენიმე დღის წინ აშშ-მ და თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში ტერიტორიაზე ოპოზიციის მიერ კონტროლის დაბრუნების მცდელობის შესახებ განაცხადეს.