კალიფორნიაში ხანძრის გამო 12 ათასი ადამიანია ევაკუირებული
აშშ-ს კალიფორნიის შტატში ძლიერი ხანძრის გამო 12 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სან-ფრანცისკოსთან გაჩენილი ხანძარი 18,6 ათასი ჰექტარის ფართობს მოედო და ორეგონის შტატს მიუახლოვდა. ცეცხლმა 24 შენობა და 26 სამეურნეო ნაგებობა გაანადგურა ამასთანავე, საფრთხე კიდევ 6 ათასზე მეტ სახლს ემუქრება.
ხანძრის გამო ორი ავტომაგისტრალი გადაიკეტა. ცეცხლის ჩაქრობაში 2 ათასი მეხანძრე მონაწილეობს, ერთი მეხანძრე დაიღუპა.
კალიფორნიის სახანძრო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ცეცხლი მაღალი სიჩქარით ვრცელდება და ამას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. მაშველები ამბობენ, რომ მათ ხანძრის ფართობის მხოლოდ 5 პროცენტზე დაამყარეს კონტროლი. ისინი ვარაუდობენ, რომ ცეცხლის ჩაქრობა 12 აგვისტომდე მოხერხდება.
კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა საგანგებო მდგომარეობა და ნაციონალური გვარდიის მობილიზაცია გამოაცხადა.