რუსეთში სამხედრო-კოსმოსური ძალების სარდალი დაინიშნა
რუსეთში ახალი სტრუქტურის – სამხედრო კოსმოსური ძალების სარდალი დაინიშნა. ეს პოსტი გენერალ-პოლკოვნიკმა ვიქტორ ბონდარევმა დაიკავა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალი ქვედანაყოფი სამხედრო სამსახურს 1-ლი აგვისტროდან შეუდგა. სამხედრო-კოსმოსური ძალები საჰაერო კოსმოსური თავდაცვის და სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანების შედეგად შეიქმნა.
სამხედრო კოსმოსური ძალების მთავარი შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი პაველ კურაჩენკო გახდა, ხოლო სარდლის მოადგილედ გენერალ- ლეიტენანტი ალექსანდრე გოლოვკო დაინიშნა.