არალეგალი მიგრანტები ლა-მანშის გვირაბის შტურმს არ წყვეტენ (ფოტოკოლაჟი)
არალეგალმა მიგრანტებმა ბოლო დღე-ღამეში ლა-მანშის გვირაბის შტურმი 700-ჯერ სცადეს. პოლიციამ საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში უკანონო მოხვედრის ყველა მცდელობა აღკვეთა.
სამართალდამცველების ცნობით, ათასობით მიგრანტი კალეს პორტის რაიონშია შეკრებილი. მათ იმედი აქვთ, რომ დიდ ბრიტანეთში მოხვდებიან და იქ ცხოვრების უფლებას მიიღებენ. თუმცა საზღვაო მიმოსვლის შეჩერების გამო ახლა უკანონო მიგრანტებმა ისევ პორტისკენ გადაინაცვლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლით უკანონო გადასვლის მცდელობის დროს ივნისიდან ათი მიგრანტი დაიღუპა.
საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა უკვე განიხილეს არსებული სიტუაცია. მათ კალეში და რკინიგზის გვირაბთან მდგომარეობის სტაბილიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელეს.