რუსეთში ვერტმფრენმა „მი-28“-მ კატასტროფა განიცადა
რუსეთის რიაზანის ოლქში მომხდარი ავოიაკატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ავარია „მი-28“-ს ტიპის ვერტმფრენმა სამხედრო პოლიგონზე განიცადა. დაღუპული ვერტმფრენის პილოტია, მეორე პილოტმა გადარჩენა შეძლო. მან ცეცხლმოკიდებული ვერტფრენიდან გამოსვლა მოახერხა.
გადარჩენილი პილოტის ინფორმაციით, სასწავლო ფრენის დროს საფრენმა აპარატმა ჰიდროსისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო მართვა დაკარგა. პილოტები ვერტმფრენის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ის მიწაზე დაეცა.
წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფა ტექნიკის გაუამართაობამ გამოიწვია და „ადამიანური ფაქტორი“ ავარიის მიზეზი არ ყოფილა.