საბერძნეთის საფონდო ბირჟა გახსნისთანავე დაეცა

ხუთკვირიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის საფონდო ბირჟამ დღეს მუშაობა განაახლა. ვაჭრობის დაწყებისთანავე ASE-ს ინდექსი 23%-ით დაეცა.
დაეცა ასევე ბანკების აქციების ფასიც. Piraeus Bank-ის და National Bank of Greece-ის აქციები 30%-ით გაუფასურდა.
თავდაპირველად ბირჟა განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს – უცხოელი ინვესტორებისთვის ფულის დახარჯვის მხრივ შეზღუდვები არ იქნება, ხოლო ბერძენმა მოვაჭრეებმა თანხები ნაღდი ანგარიშსწორებით ან საზღვარგარეთის ბანკებიდან გადარიცხვებით უნდა გადაიხადონ. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ექსპერტები საფონდო ბაზარზე 20%-იან კლებას ვარაუდობდნენ. მათი პროგნოზით, ყველაზე მეტად ეს ბანკების აქციებს შეეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ევროპის ბანკთან ვალებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ამის შემდეგ ივლისის ბოლოს ქვეყანამ ვალების ნაწილის გადახდა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები