ინდოეთში მომხდარი წყალდიდობის გამო 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა ინდოეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. 10 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ყველაზე ძლიერად გუჯარატის შტატი დაზარალდა. წყალდიდობა მოხდა ასევე დასავლეთ ბენგალიის, რაჯასტხანისა და მანიპურის შტატებში.
ზოგიერთ დასახლებული პუნქტში მიმავალი გზები დანგრეულია. დაზარალებულ რაიონებში მწვავედ იგრძნობა წყლის უკმარისობა. მთლიანად სტიქიური უბედურების შედეგად 4 მილიონი ადამიანი დაზარალდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები