ნალჩიკში 6 „ბოევიკი“, მათ შორის ერთი ქალი მოკლეს

ნალჩიკში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ექვსი „ბოევიკისგან“ შემდგარი ჯგუფია განადგურებული. როგორც სააგენტო „რია ნოვოსტის“ ანტიტერორისტულ ცენტრში აცნობეს, „ბოევიკებს“ დანებება შესთავაზეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მოკლულ „ბოევიკებს“ შორის ერთი ქალი იყო.
ერთი კვირის წინ ნალჩიკში ასევე გაანადგურეს „ბოევიკთა“ 6-კაციანი ჯგუფი. ისინი ერთ-ერთ სახლში იყვნენ ბლოკირებულები, სადაც სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე იარაღის და ტყვია-წამლის სამალავი აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები