დედამიწის მოსახლეობამ „ლურჯი მთვარე“ იხილა – ვიდეო

დედამიწის მოსახლეობა იშვიათი ასტრონომიული მოვლენის მოწმე გახდა. სავსე მთვარე ივლისში ორჯერ იყო. ამ მოვლენას „ლურჯი მთვარე“ ეწოდება. სინამვილეში მთვარეს ფერი არ შეუცვლია, უბრალოდ ეს სახელწოდება მან ინგლისური გამოთქმიდან Once in a Blue Moon („ერთხელ ლურჯი მთვარის დროს“) მიიღო, რაც საკმაოდ იშვიათ მოვლენას ნიშნავს.
ორ – სამ წელიწადში ერთხელ სავსე მთვარე ცაზე თვეში ორჯერ ჩნდება. საქმე იმაშია, რომ სავსე მთვარეებს შორის პერიოდი 29,53 დღეს შეადგენს და ამიტომ 2,7 წლის განმავლობაში თვეში ორი სავსე მთვარე ფიქსირდება. ივლისში სავსე მთვარის ხილვა დედამიწის მოსახლეობას 2 და 31 ივლისს შეეძლო. ეს მოვლენა მხოლოდ 2018 წელს განმეორდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები