მოხეური ხალხური სიტყვიერების კრებული და "მოხეური ეთნოტიპაჟები"

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცემა მოხეური ხალხური სიტყვიერების კრებული და მოეწყობა მოხევეთა ეთნოტიპაჟების, მათი ყოფის ამსახველი ფოტოსურათებისა და ეროვნული სამოსის გამოფენა. პროექტის მიზანია, აქამდე უცნობი საარქივო ფოლკლორული ჩანაწერების პუბლიკაცია-პოპულარიზაცია, მოხეური ხალხური სიტყვიერების ნიმუშების შერჩევა, კრებულის გამოცემა და გამოფენის მოწყობა. კრებულში შესულია მოხეური ხალხური სიტყვიერების რეპერტუარი, რომელიც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში აღმოჩნდა და გასული საუკუნის 30-იან წლებშია ჩაწერილი. იგი წარმოადგენს უნიკალურ ფაქტობრივ მასალას, რომელშიც დიალექტიკური ნორმები და ნიუანსებია ასახული. კრებულის პრეზენტაცია ფოტოგამოფენასთან ერთად – „მოხეური ეთნოტიპაჟები“ გაიმართება. მასზე წარმოდგენილი იქნება საუკუნის წინანდელი ხევის სინამდვილის ამსახველი შავ-თეთრი ფოტოსურათები და უძველესი სამოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები