მექსიკაში ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა
27 თებერვლიდან 9 მარტამდე მეხიკოში ცნობილი ქართველი რეჟისორის ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა. ოთარ იოსელიანის ფილმები მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის საერთაშორისო კინოფესტივალის “Festival Internacional de Cine UNAM – FICUNAM”-ის ფარგლებში უჩვენეს. სულ პროგრამაში თერთმეტი სრულმეტრაჟიანი და სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო, მათ შორის, ოთარ იოსელიანის ფილმები: „გიორგობისთვე“,“ იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“,“ შანტრაპა“ და სხვა. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქართველოს საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამიდან: „ქართული სეზონი“,- ფარგლებში და ინიცირებულია „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ მიერ.