მსახიობმა ვლადიმირ ფიოდოროვმა სცენაზე პოლიტიკური განცხადება გააკეთა

  მსახიობმა ვლადიმირ ფიოდოროვმა თეატრში ,,უ ნიკიტინსკიხ ვარპოტ“ სპექტაკლ ,,ჰამლეტის“ შემდეგ პირდაპირ სცენაზე პოლიტიკური განცხადება გააკეთა. სპექტაკლის შემდეგ მსახიობმა, რომელიც ძირითადად „კარლიკების“ როლს ასრულებს, მაყურებელთა წინაშე ასეთი ტექსტი წარმოთქვა:
„ძვირფასო მაყურებელო, სამყარო ახალი მსოფლიო ომის წინაშე დგას. აი, ამიტომ თითოეულ თქვენგანს თხოვნით მოგმართავთ, რომ ეს არ დავუშვათ… თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მარკ როზოვსკიმ და სცენაზე მყოფმა კოლეგებმა მსახიობის შეჩერება სცადეს, მაგრამ მან მაინც მოასწრო თავისი სათქმელის თქმა.
-მე უკვე სახლში ვარ, ჰამლეტი ვითამაშეთ, სპექტაკლი შედგა,- ასე დაწერა ფიოდოროვმა ღამით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე,- მაყურებელი კმაყოფილი დარჩა, მეც კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით, „ბრავოს“ მეძახდნენ,- სასიამოვნო იყო!
-საგრიმიოროში მე როზოვსკისა და კოლეგებს უშტატო, გაუთვალისწინებელი ნერვიულობისთვის პატიება ვთხოვე, არ ვიცი, შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო სპექტაკლიც იყოს, მაგრამ მე არაფერზე ვნანობ. მე, რომელმაც ორი ვაჟი დავკარგე, არ მინდა, რომ ჩემი კოლეგების შვილები ძმათამკვლელ თუ მსოფლიო ომში დაიღუპნენ. თუ მე არა, ვინ უნდა თქვას? ეს სიგიჟე რამენაირად უნდა შევაჩეროთ! ჩვენ უფსკრულის პირას ვდგავართ, ერთმანეთს უნდა ჩავჭიდოთ ხელები და ვიფიქროთ, ვიფიქროთ, ვიფიქროთ“…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები