სოსო პავლიაშვილი: სააკაშვილმა 2008 წელს მოსკოვში „დიადი რუსეთის“ სადღეგრძელო შესვა

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი 2008 წელს მოსკოვში საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს. მისი თქმით, პავლიაშვილთან გაცნობის სურვილი თავად სააკაშვილმა გამოთქვა. როდესაც ისინი ერთ სუფრაზე აღმოჩნდნენ, სააკაშვილმა სადღეგრძელო წარმოთქვა – „მე მინდა ამ დიადი ქვეყნის – რუსეთის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. აქ ჩვენს თანამემამულეებს იმაზე მეტად აფასებენ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში“, – იხსენებს პავლიაშვილი სააკაშვილის სიტყვებს.
როგორც პავლიაშვილმა LifeNews-თან ინტერვიუში განაცხადა, თავიდან სააკაშვილი რუსეთს ეთაყვანებოდა, მაგრამ შემდეგ მის ცნობიერებაში გარდატეხა მოხდა. მომღერალი მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი ამერიკელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის შემდეგ მათი გავლენის ქვეშ მოექცა. ამერიკელებმა სააკაშვილი მის მნიშვნელობაში დაარწმუნეს.
„სააკაშვილს უთხრეს – გააკეთებ, რასაც ჩვენ გეტყვით – იქნები ჩვენი ძმა და მეგობარი. მას დაემართა ის, რაც პატარა ქვეყნების ლიდერებს მოსდით, მან იფიქრა, რომ გეოპოლიტიკისთვის რაღაცას ნიშნავს“, – ამბობს პავლიაშვილი.
პავლიაშვილი ხუმრობით ამბობს, რომ ამერიკას და ევროპას ისეთივე პიარი მისთვის რომ გაეკეთებინა, ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები