“ლევან ბობოხიძის საქმის განხილვისას შეწყალების კომისიის მიერ ზუსტად იყო დაცული ყველა შესაბამისი კრიტერიუმი”

ლევან ბობოხიძის საქმის განხილვისას შეწყალების კომისიის მიერ ზუსტად იყო დაცული ყველა შესაბამისი კრიტერიუმი, – აღნიშნული განცხადება შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისივე განმარტებით, ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით კომისიამ გადაწვეტილება ერთსულოვნად მიიღო და სწორედ ამის შემდეგ გაეგზავნა დადებითი რეკომენდაცია პრეზიდენტს.
“კომისიის წევრები ამა თუ იმ საქმეს განიხილავენ შინაგანი რწმენით და იმ პოზიციებით, რაც აუცილებელია გულმოწყალების, შეწყალების, ჰუმანურობისთვის და ამის საფუძველზე სთავაზობს საკუთარ რეკომენდაციას პრეზიდენტს, რომელიც თავის მხრივ იღებს გადაწყვეტილებას. ამჯერადაც მოხდა ისე, როგორც ყოველთვის ხდება პრეზიდენტ გიორგი მარგვლაშვილის დროს – შეწყალების კომისიამ სხდომაზე შემოსული განცხადებები განიხილა ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, ამის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და რეკომენდაცია შესთავაზა პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ გამოიწვია ერთმა კონკრეტულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში ასეთი აჟიოტაჟი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა კრიტერიუმი იყო დაცული ზუსტად და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კომისიაზე ერთხმად, ამის მერე კი დადებითი რეკომენდაცია შევთავაზეთ პრეზიდენტს”, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები