გურამ ოდიშარია ორჰან ფამუქს შეხვდა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ცნობილ თურქ მწერალს, ნობელის პრემიის მფლობელს ორჰან ფამუქს შეხვდა. შეგახსენებთ, ორჰან ფამუქი თბილისში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით ჩამოვიდა. თურქი მწერალი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსს უკვე ეწვია. ის თანამედროვე ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა, სადაც მწერალმა საჯარო ლექცია წაიკითხა.
დღეს, 19 საათზე ორჰან ფამუქი ქართველ მკითხველებს რუსთაველის თეატრში შეხვდება.