ფანდურა ბექაურის პირველი აუდიოდისკის წარდგინება

  14 მარტს, 19 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ფანდურა ბექაურის პირველი აუდიოდისკის წარდგინება-კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ფანდურა ბექაური და მეგობრები, მუსიკალური ჯგუფები და ავტორ-შემსრულებლები: დები გოგოჭურები, ჯგუფი “მთიელი”, დები წიკლაურები, ქეთა წიკლაური და ქეთევან ვარდიაშვილი, ეკა ბაიაშვილი, გიორგი ზურაბაშვილი, შმაგი მეძმარიაშვილი, ნინო ქავთარაძე, კახა მანგოშვილი, საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ პოეტები: ჯარჯი შუქიაური, სულხან წულუკიძე, ოთო ფალიანი, გელა ბექაური, ქეთევან ნათელაძე, დეკა ნაყეური. ქართველი პოეტების ლექსებს წაიკითხავენ: თორნიკე თოდრია და ლუკა ბურდული. კონცერტის ორგანიზატორია: ახალგაზრდა შემოქმედთა კავშირი “იბერიონი” .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები