„მჯერა, ვახტანგ გომელაური ამ სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს აუცილებლად აღმოფხვრის“
მოხარული ვარ იმით, რომ პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაური წარადგინა – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრემიერის მიერ შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენას. “მოხარული ვარ იმით, რომ პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაური წარადგინა.
ბატონ ვახტანგს თითქმის ათი წელია პირადად ვიცნობ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის მაღალი დონის პროფესიონალი, წესიერი, პატიოსანი და საქმისადმი ერთგული პიროვნება. ჩემი მხარდაჭერა პარლამენტში მას აუცილებლად ექნება. ვიმედოვნებ, ახლად განხორციელებული რეფორმა და უშუალოდ ვახტანგ გომელაურის პიროვნული და პროფესიული თვისებები ამ სისტემაში დღემდე არსებულ ნაკლოვანებებს აუცილებლად აღმოფხვრის. ასევე, როგორც მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატს, მჯერა, რომ რადიკალურად შეიცვლება ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში ამ მიმართულებით არსებული არასახარბიელო მდგომარეობა. ნებისმიერი ცვლილება უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს და ხალხის კეთილდღეობას. ეს ცვლილება სწორედ ამ მოლოდინის საწინდარია”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. პრემიერმა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დღეს წარადგინა.