აფეთქების შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა კვლავ მძიმეა

გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის გოგონას მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ექიმები მისი გამოჯანმრთელების იმედს არ კარგავენ, თუმცა მის მდგომარეობას დღემდე სტაბილურად მძიმედ აფასებენ.
ამის შესახებ “კვირას” ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრში განუცხადეს.
დაშავებული გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მას სამი ოპერაცია ჩაუტარდა, რასაც გართულებები ჯერჯერობით არ გამოუწვევია.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს გლდანის მე-6 მიკრორაიონის მეორე კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. მომხდარის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები