დედამიწას 5,4 ტრილიონი დოლარის ღირებულების ასტეროიდი მოუახლოვდა
100 მილიონი ტონის მასის ასტეროიდი 2011 UW 158, რომელიც პლატინისგან შედგება და რომლის ღირებულება, ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, 5,4 ტრილიონ დოლარს შეადგენს, დედამიწას მოუახლოვდა. „ინდეფენდენთის“ ცნობით, დედამიწას ის 19 ივლისს გრინვიჩის დროით საღამოს მიუახლოვდა.
ეს ასტეროიდი ასტრონომებმა პირველად 2011 წელს აღმოაჩინეს. მზის გარშემო მისი ბრუნვის პერიოდი 1,9 წელს შეადგენს, ხოლო საკუთარი ღერძის გარშემო ის 37 წუთში ბრუნავს.
სპექტრალური ანალიზის შედეგად ასტრონომებმა დაადგინეს, რომ კოსმოსური სხეული პლატინისგან და სხვა ფასიანი მინერალებისგან შედგება. სპეციალური ტელესკოპის გარეშე „კოსმოსური განძის“ ნახვა შეუძლებელია, ხოლო ასტრონომები მას დააკვირდებიან და ინტერნეტში პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებენ.