თინათინ ხიდაშელი: ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციას “Stop Russia” გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დემოკრატია საქართველოს მთავარი მონაპოვარია და შესაბამისად, მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება თითოეულ მოქალაქეს აქვს.
„ვისურვებდი, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს გამოდიან აქციებზე, ოდნავ მაინც დაემსგავსონ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ატარებდნენ აქციებს საქართველოში. შეუძლიათ მათგან ისწავლონ ბევრი რამ, ცუდი არ იქნებოდა. ყველა ადამიანს უფლება აქვს. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და მთავარი მონაპოვარი, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს, სწორედ ეს არის”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები