თინათინ ხიდაშელი: ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველო კონფლიქტში ჩაითრიონ
ყოველდღიურად ცდიან ჩვენ მოთმინებას და ცდილობენ გამოგვიწვიონ, კონფლიქტში ჩაგვითრიონ, რასაც გარწმუნებთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ დაუშვებს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრი ხურვალეთში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების მოთმინებას ცდის.
„ტრაგიზმი, რაც ვითარდება ჩვენს პირობით ხელკოვნურად დადგმულ ხელოვნურად გავლებულ ადმინისტრაციულ საზღვრებზე ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველას თანაბარი წუხილის საგანია. თუმცა მთავარია მოცანა ალბათ მაინც იმაშია, რომ ამ პროვოცირების მსხვერპლი არ გავხადოთ ქვეყანა, პროვოკაციების, რომელსაც რუსული სახელმწიფო მუდმივად ეწევა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. სხვა არაფერია, რაც ჩვენ ვნახეთ, ბანერს აქ დადგავ, თუ სხვაგან დადგავ, არა მგონია, რომ რუსეთის სახელმწიფოსთვის ამას რაიმე სტრატეგიულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს. ყოველდღიურად ცდიან ჩვენ მოთმინებას და ცდილობენ გამოგვიწვიონ, კონფლიქტში ჩაგვითრიონ, რასაც გარწმუნებთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ შემთხვევაში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.